четверг, 20 июля 2017 г.

დღე მეცხრე

აი დღევანდელი დღეც დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვღელავდით, მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველა პრეზენტაციაში იყო ჩემთვის  ახალი და საინტერესო ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავითს და ჩემს კოლეგებს სასიამოვნო დღეებისათვის, დიდი იმედი მაქვს ,რომ კიდევ მოგვიწევს ერთად მუშაობა.
P.S.  ისე, ცოტა მოვიწყინე . . .🙍


понедельник, 17 июля 2017 г.

დღე მერვე

ტრენინგის დასაწყისში დეტალურად ვისაუბრეთ წარმოსადგენი დავალებების რაოდენობასა და წარმოდგენის ფორმატზე, გვქონდა შეკითხვებიც. შემდეგ განვიხილეთ გუგლის ყველა ინსტრუმენტი, როგორც ყოველთვის, მივიღეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია (იმედია, არ დამავიწყდება). ჩავსვით პრეზენტაციები ჩვენს ბლოგზე. სასიამოვნო დღე იყო ...

четверг, 13 июля 2017 г.

დღე მეშვიდე

დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ვიმუშავეთ.
დასაწყისში გავიხსენეთ გავლილი საკითხები. შემდეგ ვისწავლეთ შეფასების ინსტრუმენტები, შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვისწავლეთ ჩვენი პროექტის გასაჯაროება, ეხლა შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები. ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე ვიდეოების ჩასმა, რაც ძალიან მოგვეწონა. ბოლოს მივიღეთ დავალებები.

вторник, 11 июля 2017 г.

დღე მეექვსე

დღეს ტრენინგი დავიწყეთ დავალებების განხილვით, გვქონდა შეკითხვებიც.
ვისწავლეთ დრაივში რუკების გამოყენება, რაც ძალიან მომეწონა. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის განხილვასთან დაკაშირებით გავაკეთეთ ტესტი, განსაკუთრებით სასიამოვნი იყო  IQ ტესტი, რომელსაც კიდევ დავუბრუნდები. ვისწავლეთ ბლოგზე სურათის დადება Snipping Tool - ის გამოყენებით, აგრეთვე საქაღალდეების გაზიარება და ლინკის შექმნა.
როგორც ყოველთვის, სასიამოვნო და პროდუქტიული დღე იყო ☺

суббота, 8 июля 2017 г.

დღე მეხუთე

დღეს ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო. გავეცანით უკუკავშირის გამცემ რჩევებსა და მეთოდებს, ვისწავლეთ დაჯგუფებისა და დაწყვილების მეთოდები,აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და გავაკეთეთ ტესტი.
შესაბამისად, დავალებებიც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამას ემატება საინფორმაციო პრეზენტაციის მომზადება ...  იმედია, შემდეგი შეხვედრისთვის ყველაფერს მოვასწრებ.

пятница, 7 июля 2017 г.

დღე მეოთხე

დღევანდელმა დღემაც თითქმის მშვიდობიანად ჩაიარა. გავიხსენეთ პუბლიკაციის მომზადება, ვისწავლეთ დრაივში მუშაობა, აგრეთვე კითხვარის შექმნა. ძალიან მომეწონა ყველაფერი, აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

суббота, 1 июля 2017 г.

დღე მესამე

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე, ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება. შევეცადეთ სიგელის, მოსაწვევი ბარათის, ბროშურის დამზადება, ცოტა გაგვიჭირდა...